Monday, March 2, 2015

მე-9-დღე

გადავხედე    გეგმას,    შევიტანე  შესწორებები.  გადავხედე პროექტის საქაღალდეს ,  მასში შემავალ ყველა ობიექტს დავარქვი შესაბამისი სახელი. მოვისმინეთ ერთმანეთის პროექტის მიმდინარეობა,  მივეცით კოლეგიალური  რჩევები. ჩემი პროექტი გადავიტანე ბლოგში link list  გაჯეტში.  ამ ტრენინგზე მიღებული   ცოდნა  აუცილებელია ჩემი პროფესიული განვითარებისათვის. აღნიშნული ტრენინგით შევისწავლე, თუ როგორ უნდა განუვითარო მოსწავლეებს  XXI-ს  უნარ-ჩვევები.   როგორ ავტვირთო სამუშაო ბლოგზე.  აღნიშნულ ცოდნას გამოვიყენებ საგაკვეთილო პროცესში.

Tuesday, February 24, 2015

მე-8 დღე

გავიმეორე  წინა დღის ნასწავლი მასალა. პროექტის გეგმა .ვიმუშავე სასწავლო  პროცედურებზე. გავიგე   ბლოგის  ინსტრუმენტები. ვისწავლე  ახალი გაჯეტი  გვერდების   შესაქმნელად.    .გამოვიყენებ ჩემი    პორტფოლიოს    შესაქმნელად.

Monday, February 23, 2015

მე-7 დღე

გავიმეორეთ, გადავხედეთ  საქაღალდეს, ვნახეთ შეფასების რუბრიკები და გავიხსენე. შევადგინე  სპეციალურად საჭიროების  მქონე მოსწავლის დავალებები  და  მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლის დავალებები.  ვიმუშავე  ბლოგებში,ვისწავლე სურათების ჩასმა და ფონის შეცვლა.   გავეცანით გაჯეტს.

Tuesday, February 17, 2015

მე 6-დღე

გავიმეორეთ წინა  მასალა.გავეცანი მოსწავლის  პრეზენტაციის ნიმუშს. გავეცანი სახელმძღვანელოში არსებული რამოდენიმე პროექტის გეგმებს. შევიმუშავე ჩემი პროექტის სასწავლო პროცედურის გეგმა. ტრენერმა საშინაო დავალებად მომცა დამეწერა სასწავლო პროცედურები.გავეცანით შეფასების რუბრიკებს, მოვარგეთ ჩემს პროექტს. ვფიქრობ,რომ ამ რუბრიკებს გამოვიყენებ საგაკვეთილო პროცესში და სხვა პროექტებში.


Monday, February 16, 2015

მე-5 დღე

    გადავხედეთ პროექტის გეგმას.მოვიძიეთ ინტერნეტიდან  ის სურათები  რომელიც მჭირდება ჩვენი პროექტისათვის.  ვიმუშავე  შეფასების  ინსტრუმენტების მონახაზებზე.  დავიწყე მოსწავლის   პრეზენტაციაზე მუშაობა. იმედი მაქვს  სლაიდების მოძიებას და ჩვენებას გამოვიყენებ  ჩემს საქმიანობაში  მოსწავლეთა მოტივაციის  ასამაღლებლად.

Tuesday, February 10, 2015


მე-4  დღე
გავარჩიეთ მიმართულების მიმცემი კითხვები, რომელსაც არ ვიყენებდი  აქამდე..
გავარჩიეთ სამი სახის კითხვები,მიუსადაგე  ჩემ პროექტს. ამ ცოდნას აუცილებლივ გამოვიყენებ  ჩემს  საქმიანობაში. განვიხილეთ შეფასების სამი ეტაპი და შეუსაბამე პროექტის მიმდინარეობის სამივე ეტაპს.

Monday, February 9, 2015

     ტრენინგის  მე- 3 დღე.
ჩემი  პროექტის  მიზანი  ჩამოვაყალიბე   ესგ   გეგმის   საგნის  სტანდარტიდან.წინა დღეებში განხილული  ბლუმის ტაქსონომიიდან და  21 ს.  უნარ-ჩვევებიდან ამოვიღე  ჩემი პროექტის მიზანი.  აღნიშნულ ცოდნას გამოვიყენებ  ჩემს საქმიანობაში. კერძოდ შემაჯამებელი  სამუშაოების მონიტორინგისთვის.